ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ თემურ სიგუას დაკითხავს.
სიგუა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ არის დაბარებული. მან კომისიის წევრებისგან მოწვევა უკვე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კომისია აუცილებლად მიიჩნევს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაკითხვასაც. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მთავრობის კიდევ ერთ წევრ ბესარიონ გუგუშვილს, ის ამჟამად ფინეთში იმყოფება, რის გამოც მას, შესაძლოა, კომისიის წევრები თავად ესტუმრონ.
"თენგიზ სიგუას შეუძლია ფასეული ინგორმაციის მოწოდება იმ საქმის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ. ასევე მიღებული ინფორმაციებიდან, რომლებიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენზიგ კიტოვანმა და უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ მოგვაწოდეს, აუცილებელი ხდება ედუარდ შევარდნაძის დაკითხვაც", - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია.