სუპერმარკეტ "პოპულში" ავტომანქანა შევარდა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. "კიას" მარკის ავტომობილი, წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი - დედა-შვილი, რომლებიც სალაროსთან იმყოფებოდნენ. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა წუხელვე გაწერეს.
რაც შეეხება სუპერმარკეტს, აღნიშნული ინციდენტის გამო "პოპულს" დაახლოებით 25 ათასიანი ზარალი მიადგა, რადგან ავტომანქანის იქ შეჭრის შედეგად ძვირადღირებული სასმელების განყოფილება დაზიანდა.