"საქართველოს შემადგენლობაში ჩვენ უკვე აღარასოდეს ვიცხოვრებთ", "სამხრეთ ოსეთის ხალხი მზადაა მომავალშიც წინ იაროს თავისი დამოუკიდებლობის აღიარების გზაზე საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული პრინციპების შესაბამისად". ეს განცხადებები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ე.წ. ელჩმა რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
ამას გარდა, მედოევმა მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ შესაძლოა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი უახლოეს მომავალში კიდევ ერთმა ქვეყანამ "აღიაროს".
"მუშაობა ამ მიმართულებით მიდის და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ძალისხმევის შედეგების მომსწრენიც გავხდებით.
დროზე ადრე ამაზე საუბარი არ ღირს. მაგრამ ჩვენ ყველა ძალიან მალე გავიგებთ ამას და როგორც ვლადიმერ პუტინი ამბობს - თქვენ მოგეწონებათ", _ აცხადებს მედოევი.
მასალის გამოყენების პირობები