ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები 17-18 მაისს ცხინვალის რეგიონს ეწვევიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ოს სეპარატისტთა ლიდერის წარმომადგენელს მურატ ჯიოევს და მოლაპარაკებებში მონაწილე ოსური დელეგაცის წევრებს შეხვდებიან.
ამას გარდა, ოსური მედიის ინფორმაციით, თანათავმჯდომარეები ზონკარის წყალსაცავის მონახლებას აპირებენ. შაბათს კი ახალგორის რაიონში გაემგზავრებიან და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.
შეგახსნებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 25-26 ივნისს უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები