შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, „ცხელი ხაზის" მეშვეობით, ოკუპირებული ცხინვალის
რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების
შედეგად, უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.
3 მაისს გორის რაიონის სოფ. ბერშუეთში მცხოვრები ხვიჩა გლურჯიძე და 8
მაისს კასპის რაიონის სოფ. საკორინთლოში მცხოვრები ვასილ სალამაშვილი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის" ბრალდებით რუსი სამხედროების მიერ იყვნენ დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები