რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ნატოში დიმიტრი როგოზინი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია, რა თქმა უნდა, არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას. გაწევრიანებას იმ ორგანიზაციაში სადაც აშშ-ის მონოპოლიაა დამყარებული.
"თუკი ნატო რეფორმირებას არ ექვემდებარება და როგორც ამერიკული დომინირების გლობალური სისტემა ისე აპირებს განვითარებას, ასეთ "ვაშინგტონოცენტრულ" სისტემაში რუსეთის ფედერაციას შესვლა არაფრით არ შეუძლია", _ განაცხადა როგოზინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისმიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომლის დროსაც კლინტონმა განაცხადა, რომ ნატოს კარი ყველასათვის ღიაა.