რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აფხაზეთში, გუდაუთაში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"სერგეი შოიგუმ დაათვალიერა სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ასევე სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე ობიექტები", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამას გარდა, აფხაზეთში მყოფმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გუდაუთაში მდებარე რუსული სამხედრო სანატორიუმი "გუდაუთსკი" მოინახულა და შეამოწმა, არის თუ არა იგი მზად საკურორტო სეზონისათვის.
მასალის გამოყენების პირობები