ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიც ასეთივე წყნარი იქნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეფასებისას. მისი თქმით, არჩევნებმა ნორმალურ და კულტურულ ვითარებაში ჩაიარა.
"ეს ანარეკლია წინა არჩევნების, ანარეკლია იმის, რომ ახალი არჩევნები მოვიდა. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიც ასეთი წყნარი იქნება. ოღონდ სხვაობა ძალიან დიდი იქნება მონაწილეებს შორის. „ნაციონალური მოძრაობის" წარმომომადგენელი ვერ მიიღებს ათ პროცენტსაც ჩემი გადმოსახედით,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.