იანვარ-თებერვალში, საქართველოს ტრანსპორტის დარგების
მიერ გადამუშავებულმა სატვირთო
გადაზიდვების მოცულობამ,
ჯამში 10,3 მლნ. ტონა
შეადგინა, რაც 2%-ით აღემატება გასული
წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. ამავე
პერიოდში, საქართველოს სახმელეთო
ტრანსპორტის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ
6,7 მლნ. ტონა
შეადგინა, ხოლოსაზღვაო ტრანსპორტის მიერ
გადაზიდულმა
ტვირთის მოცულობა
3,6 მლნ. ტონას გაუტოლდა.
2013 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს ტრანსპორტის დარგების
მიერ გადამუშავებულმა სატვირთო
გადაზიდვების 36% საგზაო
ტრანსპორტზე მოდის,
მას მოჰყვებასაზღვაო
ტრანსპორტი - 35%
და რკინიგზა -29%.
აღნიშნულ პერიოდში, ბათუმის
საზღვაო ნავსადგურმა 1,5 მლნ.
ტონა, ხოლო ფოთის საზღვაო
ნავსადგურმა 1,0 მლნ.
ტონა ტვირთი გადაზიდა.
2013 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის
მიერ 46,6 მლნ. მგზავრი
იქნა გადაყვანილი, რაც
2%-ით მეტია წინა წლის ამავე
პერიოდთან შედარებით.