დღეს, 22 მარტს, 22:30 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურიოს მუზეუმში კავკასიური ფილმების მეორე ფესტივალი გაიხსნება.
ფესტივალის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება სერგო ფარაჯანოვის ფილმი "Ashik Kerib" ქართულად, ინგლისური სუბტიტრებით.
ფესტივალის პროგრამაში საინტერესო ფილმებია შერჩეული: ეროვნული არქივის საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, 2011-2012 წლების მოკლემეტრაჟიანი ფილმები კავკასიიდან და ძველი ეპოქალური ფილმები რეგიონიდან.
ფესტივალის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება: "სამხრეთ ოსეთი, 1930-1950" რუსულად, ინგლისური სუბტიტრებით; "ყაზბეგის მფრინავი ქალი" - ინეკე სმიტი, გერმანულად, ინგლისური სუბტიტრებით; "ბუდე" - ემინ ეფინდიები, აზერბაიჯანულად, ინგლისური სუბტიტრებით; "Por Una Cabeza" იმაილ იმანოვი, რუსულად, ინგლისური სუბტიტრებით; "ხურო, რომელიც შვილს ელოდება" - ნერინეჰ მალუანი, სომხურად, რუსულ/ინგლისური სუბტიტრებით; "დედა"- ნანა ექვთიმიშვილი, ქართულად, ინგლისური სუბტიტრებით; "სახლი" - რუსლად მაგომადოვი, რუსული და ინგლისური სუბტიტრებით; "II Settimo" ლუსკა ხალაპიანი,იტალიურად, სომხური და რუსული სუბტიტრებით; "საზამთრო" - ტატო კოტეტიშვილი, ქართულად, იგნლისურ/რუსული სუბტიტრებით; Bolis" - ერიკ ნაზარიანი, ინგლისურად და სომხურად, რუსულ/ინგლისური სუბტიტრებით; "Untameable Kura" გუსიან სეიძადე, აზერბაიჯანულად, ინგლისური სუბტიტრებით; ,,აფხაზეთი, 1914-1937" რუსულად, ინგლისური სუბტიტრებით; "ხანუმა" - ალექსანდრე წუწუნავა, ქართულად, ინგლისური სუბტიტრებით; "აფხაზეთი, დროის სახე"; "თეთრი ცხენი უკეთესია?" ვიაჩესლავ აბლოთი; "ვედრება" - თენგის აბულაძე; "სამხრეთ ოსეთი"; "ნეტავ იქ თეატრი არის?" ნანა ჯანელიძე.
ფესტივალი დაიხურება 25 მარტს. დახურვის ცერემონიალზე ნაჩვენბი იქნება ფილმები: "ჰურიკანე კალატოზოვი" - პატრიკ კაზალსის დოკუმენტური ფილმი და "მარილი სვანეთს" მიხაელ კალატოზობი.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან ნიდერლანდების და გაერთიაებული სამეფოს სალეჩოები.