კომპანია Warner Bros-მა ტომ კრუზს შესთავაზა მთავარი როლი ფილმში "ადამიანი U.N.C.L.E.-დან» (The Man From U.N.C.L.E.) . მსახიობთან მოლაპარაკება ადრეულ ეტაპზეა, თუ მოლაპარაკება Warner Bros-სა და ტომ კრუზს შორის შედგება, ის ითამაშებს საერთაშორისო ქსელის United Network Command for Law and Enforcement-ის თანამშრომლის ნაპოლეონ სოლოს როლს, რომელიც კრიმინალურ ორგანიზაციას Technological Hierarchy for the Removal of Undesirables and the Subjugation of Humanity ებრძვის.
მანამდე , Warner Bros -ი იმავე როლზე განიხილავდა ჯორჯ კლუნის, უელ კინამანს, მაიკლ ფასბენდერის, ჯონი დეპის და ჩენინგ ტატუმის კანდიდატურებს.
ფილმი "ადამიანი U.N.C.L.E » ამავე სახელწოდების ტელესერიალის რიმეიკი გახდება, რომელიც NBC არხზე 1964 წლიდან 1968 წლამდე გადიოდა. ფილმის გადაღებით გაი რიჩი დაკავდება.
დღეისათვის ტომ კრუზის მონაწილეობით გაქირავებაში გამოსული ბოლო ფილმია თრილერი "ჯეკ რიჩერი". ფილმი ეკრანებზე 2012 წლის დეკემბერში გამოვიდა. ახლახან მსახიობმა დაასრულა გადაღებები ჯოზეფ კოსინსკის ფანტასტიკურ ფილმში. ფილმის პრემიერა 2013 წლის აპრილში იგეგმება.