ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოფენა სახელწოდებით - "ტრადიციების გაცოცხლება" მიმდინარეობს.
ექსპოზიციაზე გურამ გაბაშვილის და თამაზ ჯალაღონიას ნამუშევრები: ხანჯლები, ხმლები, დამბაჩები, ფარები და ჯაჭვის პერანგებია წარმოდგენილი.
გამოფენაზე ასევე უნაგირების ოსტატ დავით ჩალათაშვილის უნაგირები და ბექა ჭახელიძის ტყავის მხატვრული ნამუშევრების ნიმუშებია ექსპონირებული.
ექსპოზიცია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ორი კვირა გაგრძელდება.