"დედაენას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მირიანე ოდიშარიას № 03/43 ბრძანებულებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა:
დედაენა - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი;
ცეკვა ფერხული - საშემსრულებლო ხელოვნება;
ბერიკაობა - საშემსრულებლო ხელოვნება;
კახური მრავალჟამიერი - საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება;
ქალაქური მრავალჟამიერი - საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება.