"ჯანგო განმანთავისუფლებელი" კვენტინ ტარანტინის ფილმებიდან გახდება პირველი ფილმი, რომელიც ჩინეთში გაქირავებაში გავა.
კომპანია Sony-მ გამოაცხადა, რომ ტარანტინოს ვესტერნი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეკრანებზე 2013 წლის 11 აპრილს გამოვა. აშშ-ში ფილმი გაქირავებაში 2012 წლის 25 დეკემბერს ჩაუშვეს.
ფილმში მოვლენები 1850 წლებში აშშ-ს სამხრეთით ვითარდება. ფილმის მთავარი გმირი შავკანიანი მონა ჯანგოა (ჯეიმი ფოქსი), რომელსაც მონობიდან კინგ შულცი (კრისტოფ ფოქსი) გამოისყიდის. ფილმში ასევე მონაწილეობს ლეონარდო დიკაპრიო, კერი ვაშინგტონი, სემუელ ლ.ჯექსონი.
ფილმი წარდგენილი იყო "ოსკარის" 5 ნომინაციაზე და ორი ოსკარი დაიმსახურა - მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის (ვალცი) და საუკეთესო ორიგინალური სცენარი (ტარანტინო).