კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია ტელევიზიების მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც ქანთარიამ ,,პირველი რადიოს" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა იგი გაკვირვებულია ტელევზიების მუშაობით.
"ბოლო ხანებში განსაკუთრებით ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ტაქტიკა, რომელიც საკმაოდ კომიკურია. მე თუ მკითხავთ ოდნავ შეახებ თუ არა ხელს, იწყება კივილი - გვიშველეთ გვკლავენ და იხედებიან უკვე ევროპისკენ. არის პანიკა, ერთი ამბავი ამის გამო და მოდიან, რომ საზოგადოებას თავზე დააჯდნენ. ყველაფერს აქვს საზღვარი, უნდათ რომ ქრონიკულად ისინი იყვნენ ამ მდგომარეობაში და მათი ოფისიდან მოდის და მოდის გამომცხვარი ახალი მოსკანდალო თემები, რომელზედაც მერე ჩვენ პასუხები უნდა გავცეთ. ტელევიზიებიც მაკვირვებს ხოლმე, სადაც არ უნდა გადართო ერთი და იგივე თემაზე მიდის საუბარი. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს ტელევიზიებს გაცილებით მეტი ფანტაზია აქვთ" - განაცხადა ქანთარიამ.