მსოფლიო ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგის მთავრი საკითხი მსფოლიო ეკონომიკურ კრიზისის დაძლევაა.
მსოფლიო ლიდერები მიიჩნევენ, რომ ისინი შესძლებენ გარდატეხა შეიტანონ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში და შეათანხმონ მისი დაძლევის სტრატეგია. ეკონომიკურ ჭრილში საკითხის განხილვისას ლიდერები შეეცდებიან შეთანხმდენენ ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმებზე და მომავალი კრიზის თავიდან აცილების საკითხებზე, რომელიც შესაძლოა ეკონომიკების დისბალანსმა წარმოშვას. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლიდერები ამ საკითხებში რაიმე სახის კონკრეტიკას ვერ მიაღწევენ.
ამის მიუხედავად, ექსპერტები და თავად ლიდერების აზრით დიდი ოცეულის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია და მას "დიდ რვანთან" შედარებით ბევრად მეტი უპირატესობა გააჩნია.
ბრაზილიის პრეზიდენტის ლიუს ინასიო ლულა დე სილვა მიიჩნევს, რომ GG 20-ის ფორუმმა "დიდი რვიანი" უნდა ჩაანაცვლოს. "მიმაჩნია, რომ არ არსებობს არავითარი საფუძველი "GG8"-სთვის ან ნებისმიერი "G:-სთვის გარდა G"G 20"-სა", - განაცხდა ბრაზილიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ასეთ ფორმატს ყველაზე უკეთ შეუძლია წარმოაჩინოს განვითარებადი ქვეყნების ინტერსები გლობალური პრობლემების გადწყვეტაში.
"ბრაზიალიას, ჩინეთს, ინდოეთს უნდა ჰქონდეთ ხმა საერთო მსოფლიო საკითხებში, რადგან ისინი მსხვილი მწარმოებლები და მომხმარებლები არიან", - განაცხადა ლიუს ინასიო ლულა დე სილვამ.
შეგახსენებთ, რომ დიდი ოცეულის წევრები არიან: ავსტრალია, აშშ, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, Iტალია, კანადა, სამხრთ კორეა, მექსიკა, რუსეთი, საუდს არბეთი, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, იაპონია და და ვეროკავშირი.
დიდი ოცეულის შეხვედრის მუდმივი მონაწილეა მსოფლიო სავალუტო ფონდი, ევროპის ცენტრალური ბანკი და მსოფლიო ბანკი.