დღეს, 13 მარტს, 13 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით გორის კულტურის სახლში გაიმართება მულტი-პულტის სამყაროს თეატრის სპექტაკლის "მაშა და დათვი" პირველი სერიის "სურვილების ასრულება" საქველმოქმედო წარმოდგენები, რომელსაც უფასო დაესწრებიან საბაბვშვო ბაღების აღსაზრდელები და საჯარო სკოლების მოსწავლეები.
საქველმოქმედო წარმოდგენებზე ასევე მიწვეულნი არიან დევნილი, უნარშეზღუდული, სოციალურად დაუცველი და ბუფერულ ზონებში მცხოვრები ბავშვები.
"მაშა და დათვი" პირველი ქართული საბავშვო თეატრალური სერიალია, რომლის წარმოდგენებიც ანშლაგებით ჩატარდა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ საბავშვო თეატრში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში. ამჯერად სპექტაკლს გორელი ბავშვებიც ნახავენ.