ემა უოტსონი გეგმავს ცნობილი ზღაპრის "კონკიას" ახალ ეკრანიზაციაში მთავარი როლი შეასრულოს, რომელსაც კენეტ ბრაინი გადაიღებს.
გადაღებები სტარტს ლონდონში 2013 წლის შემოდგომაზე აიღებს, იქნება თუ არა ეს კლასიკური სიუჟეტი ჯერ უცნობია. დედინაცვალის როლს კეიტ ბლანშეტი განასახიერებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია Walt Disney Pictures ჯერ კიდევ 2010 წელს გეგმავდა წარმოედგინა "კონკიას" მორიგი ვერსია, მაგრამ პროექტი რამოდენიმეჯერ გაჩერდა.
ცნობილია, რომ ადრე უოტსონი გეგმავდა ეთამაშა სხვა ცნობილი ზღაპრის "მზეთუნახავი და ურჩხული" ახალ ვერსიაში, თუმცა 2011 წლიდან ამ ფილმის ბედი უცნობია.