ისტორიული ფილმების "შინდლერის სია"და "ლინკოლნი" შემქმნელმა სტივენ სპილბერგმა ნაპოლეონ ბონაპარტზე მინი-სერიალის გადაღების დაწყებაზე განაცხადა. ფრანგი იმპერატორის შესახებ ფილმს სტენლი კუბრიკის სცენარით გადაიღებენ,რომელიც 60-იან წლებში დაიწერა.
ფრანგული ტელეარხისCANAL+ -სთვის მიცემულ ინტერვიუში სპილბერგმა განმარტა, რომ ამჟამად დაკავებულია სცენარის დამუშავებით, რომელიც თავდაპირველად კინოფილმად იყო გათვალისწინებული. სტივენ სპილბერგი ამ პროექტზე 60-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა. შემონახულია მისი მინაწერები პროდიუსერისადმი სადაც ის იმედს გამოთქვამს, რომ "ნაპოლეონი" გახდება "მსოფლიოში საუკეთესო ფილმი".
მთავარ როლებში იგეგმებოდა ოსკარ ვერნერისა და ოდრი ჰეპბერნის მოწვევა. თუმცა ფილმის გადაღება ფინანსური და ტექნიკური სირთულეების გამო გადაიდო.
სტივენ სპილბერგის ისტორიული ფილმის ტრეილერი "ლინკოლნი"(2012) წარდგენილი იყო "ოსკარი"-ს 12 ნომინაციაზე და 2 პრიზი მიიღო- მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (დენიელ დეი-ლუისი) და ფილმის დამდგმელის ნამუშევრისთვის.
სტივენ სპილბერგი პირველად როდი უბრუნდება სტენლი კუბრიკის მემკვიდრეობას. 2011 წელს რეჟისორის ქვრივის კრისტიან კუბრიკის თხოვნით მან დაასრულა მუშაობა სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმზე "ხელოვნური ინტელექტი", თავად კუბრიკმა ვერ შეძლო გადაეღო ეს ფილმი რადგან უკმაყოფილო იყო კომპიუტერული გრაფიკის დონით.
.