დღეს,5 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში შოთა ორველაშვილის გამოფენა სახელწოდებით "არჩევანი" გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შოთა ორველაშვილის, საერო ცხოვრებაში, სხვადასხვა წლებში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 15 მარტამდე გაგრძელდება.