8 მარტს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლის "მემუარები" პრემიერა გაიმართება.
ჯონ მარელის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი.
სპექტაკლი თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტია.
სპექტაკლი განხორციელდა ქ.თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.