დღეს, 3 მარტს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში საქართველოს სახალხო არტისტის, პროფესორ მარინე იაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
სმარინე იაშვილს 2012 წლის ოქტომბერში 80 წელი შეუსრულდებოდა. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, მარინე იაშვილის აღზრდილები, ცნობილი მევიოლინეები - დრაგან სრედოევიჩი (სერბია), ალექსეი ლუნდინი (რუსეთი), რომან სიმოვიჩი(ბრიტანეთი) და პიანისტი ნათელა იაშვილი-პოლიტკოვსკაია.
საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.