1-ელ მარტს, 19:00 საათზე, გალერეა "ვანდაში" როკო ირემაშვილის პერსონალური გამოფენა "პარალელური რეჟიმი" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერა, გრაფიკული ნამუშევრები.
მხატვრის პერსონალური გამოფენები:2007 - გალერეა "ჰობი", თბილისი, საქართველო; 2008 - "აბორტი", გალერეა "ჰობი", თბილისი , საქართველო; 2008 - გალერეა "ჰობი", თბილისი, საქართველო; 2008 - გალერეა "Stellwerk", კასელი, გერმანია; 2008 - "ოთხი სტიქიონი", შტუდგარტის აკადემიის საგამოფენო დარბაზი , გერმანია; 2008 - "Children we met", გალერეა "უნივერსი", თბილისი, საქართველო; 2009- " Phrenophobia", თოჯინების მუზეუმი, თბილისი, საქართველო; 2009-"Traumloese Fluegeln" (ფრთები ოცნების გარეშე), Werkstatt Haus, შტუტგარტი, გერმანია; 2009 - გალერეა "ჰობი", თბილისი, საქართველო.
რიკო ირემაშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, აშშ-ს, კანადის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის კერძო კოლექციებში.
მასალის გამოყენების პირობები