ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ "ლიბერთი ბანკი" რუსულმა "სბერბანკი" იყიდა განცხადება გაავრცელა.
ლადო გურგენიძე კატეგორიულად უარყობს ლიბერთი ბანკის "სბერბანკის მიერ ყიდვას და აცხადებს რომ აღნიშბული ინფორმაცია არ შესაბამება სიმართლეს.
"ძვირფასო მეგობრებო, ახლახანს ტელევიზიით გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს „ლიბერთი ბანკი" რუსულმა "სბერბანკმა" იყიდა. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ "სბერბანკთან" „ლიბერთი ბანკის" გაყიდვაზე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. "ლიბერთი ბანკს" წელს საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია ქსელის შემდგომი განვითარებისა და მომსახურების დახვეწის კუთხით, და თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს", - ნათქვამია "ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის ლადო გურგენიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.