ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით აქტიური შემოდგომა იწყება.
„გაფართოების შემოდგომა მოდის. 2026 წელი უკვე პროგრესის რეკორდული წელია და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავთ“, - წერს კოსი სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი თქმით, ამჟამად აქტიურდება დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად.
"2026 წელი უკვე პროგრესის თვალსაზრისით რეკორდული წელია და ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავთ.
ახლა აქტიურად მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ მოვამზადოთ ჩვენი კავშირი ახალი წევრების მისაღებად.
გაფართოებული ევროპა უფრო ძლიერი უნდა იყოს, რათა დაიცვას ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები საკუთარ თავში და უზრუნველყოს ჩვენი ინტერესები გლობალურად", - თქვა მან.
ევროკომისრის თქმით, გაფართოებაზე მოლაპარაკებები ორ მიმართულებას მოიცავს - ერთი მხრივ, კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრებისთვის მომზადებას, ხოლო მეორე მხრივ, თავად ევროკავშირის მომზადებას ახალი წევრების მისაღებად.
კოსის განცხადებით, ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანას შესაძლოა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულება მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე შეეძლოს.