„ირაკლი ღარიბაშვილს იმდენი რამის მოყოლა შეუძლია, რომ ეს ჯერ მხოლოდ ჟურნალია და კინო წინ არის“ - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლოში გამოკითხვაზე შესვლამდე ისაუბრა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს, თუმცა ყოფილ პრემიერს ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და არაერთ გახმაურებულ საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროება შეუძლია.
"ირაკლი კობახიძეს აქვს მცდელობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან შექმნას ნაცი, მაგრამ არ გამოუვა, იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაცილებით უფრო მეტად ქოცია, ვიდრე თავად ირაკლი კობახიძე, ამიტომ ეს სპეცოპერაცია არ გამოვა. გარდა ამისა, მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, მოყვეს ირაკლი კობახიძეზე, ყველა იმ მაღალჩინოსანზე, რომელიც დღეს ბრალდებულია, ციხეში ზის თუ გაქცეულია ამ ქვეყნიდან. ასევე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, მოყვეს რა დაემართათ იმ სპეცრაზმელებს და რუსეთის წინააღმდეგ ნაომარ ჯარისკაცებს მას შემდეგ,რ აც თავდაცვის სამინისტრომ გადასცა რუსებს მათი სია და მათი ყველას მკვლელობა და გარდაცვალება ძალიან ბურუსით მოცული იყო. ასევე, რა მოხდა რაფალიანცის მკვლელობაზე, ასევე რა მოხდა ციხის კადრებზე. მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილს იმდენი რამის მოყოლა შეუძლია, მე ვფიქრობ, რომ ეს ჟურნალია და კინო აწი იქნება," - განუცხადა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.