"რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი შეუძლებელია ეხებოდეს საკითხებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხება", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მოსკოვში რუს და ქართველ პოლიტოლოგებთან შეხვედრისას გააკეთა.
ამას გარდა, კარასინმა დაადასტურა, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია, იმ სფეროებში სადაც ამისათვის მზადყოფნას ქართული მხარე აცხადებს, იმ პოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით, რომლებიც კავკასიაში შეიქმნა.
"კონტაქტების განვითარებაში თავისი პოზიტიური წვლილის შეტანა ორი ქვეყნის პოლიტოლოგებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ.
რუსულ -ქართული დიალოგი, იქნება ეს სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ დონეზე, შეუძლებელია ეხებოდეს საკითხებს, რომლებიც აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს ეხება.
ამგვარი საკითხების განხილვა მხოლოდ თავად აფხაზებსა და ოსებთან შეძლება. ყველა სხვა მიდგომა იმთავითვე აზრსმოკლებულია",_ განაცხადა გრიგორი კარასინმა.