რუსეთი მზად არის საქართველოსთან საბაჭრო -ეკონომიკური კავშირების გასამყარებლად, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ღალატის ფასად ამის გაკეთებას არ აპირებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობა უზრუნველვყავით, ვინაიდან უკვე მზად იყო აფხაზეთზე დარტყმის მიყენების რუკები. მთავარი იყო ამ ხალხების სიცოცხლე გადაგვერჩინა", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა და აღნიშნა, რომ - "აგრესია ჯერ კიდევ 2006 წელს იყო, უბრალოდ მაშინ თბილისს ძალა არ ეყო".
"ჩვენ არასოდეს გავცივებულვართ ქართველი ხალხის მიმართ. კავშირები, დიპლომატიური ურთიერთობებ გაწყვეტის შემდეგაც კი არ გაგვიწყვეტია. ჩვენ ქართველი ხალხის იზოლირებას არ ვაპირებდით", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა და აღნიშნა, რომ "აფხაზი და ოსი ძმების ღალატის ფასად" არაფერი არ იქნება.
"ახლა საქართველოში ახალი მთავრობაა. თუ არსებობს ინტერესი იქითა მხრიდან ჩვენ მზად ვართ, მაგრამ არა ჩვენი ოსი და აფხაზუ ძმების ღალატის ფასად", _ განაცხადა ლავროვმა.