" რიხარდ ვაგნერის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, პიანისტი ელისო ასათიანი "თიბისი გალერეაში" ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოს - "სიტყვა და ბგერა" გამართავს.
დღევანდელ საღამოზე შესრულდება "ახალი რომანტიული სკოლის" უდიდეს წარმომადგენელთა - ჰექტორ ბერლიოზის, ფრანც ლისტისა და რიხარდ ვაგნერის ნაწარმოებები.