,,სახალხო პარტიის" ზოგიერთმა წარმომადგენელმა ჯობია ის ფულები დათვალოს, რომელიც ,,ნაციონალებისგან" არაკანონიერად აქვთ ჩადებული", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ ,,ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ისინი სუბიექტურები არიან, რადგან ,,ნაციონალურ მოძრაობის" მიერ მოსყიდულები არიან.
"სახალხო პარტიის" ზოგიერთმა წარმომადგენელმა ჯობია ის ფულები დათვალოს, რომელიც ,,ნაციონალებისგან" არაკანონიერად აქვთ ჯიბეში ჩადებული, მანამდე სანამ შესაბამისი, მათ შორის, საერთაშორისო სტრუქტურები დაითვლიან. ისინი აბსოლუტურად მიკერძოვებულები არიან და პირდაპირ ვიტყოდი მოსყიდულები ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ", -განაცხადა ლაგაზიძემ. როგორც სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა განმარტა ხელისუფლებას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოეთხოვება ევროპის უფრო მეტად ინფორმირებულობა.
,,ხელისუფლებას მართებს გაცილებით უფრო მასშტაბური კომუნიკაციური ველის გაჭრა დასავლეთთან და მათი ნაბიჯების დასაბუთებული ახსნა. სამი თვეა ამ მიმართულებით მიდის საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მეტ-ნაკლებად, დასავლეთისთვის ხელმისაწვდომ ენაზე თავისი პოზიციის გატანა", -განაცხადა ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს თავისი ვალდებულება აქვს რომელიც უნდა შეასრულოს.
,,ხელისუფლებას ვალდებულება აქვს ყველა ხერხი გამოიყენოს სახელმწიფოს იმიჯის დასაცავად. უნდა იცოდეს ვის უნდა მოაწოდოს ინფორმაცია და რა სახით. თუ ეს ხარვეზი არ აღმოიფხვრა და სისტემური ხასიეთი მიიღო საქართველოს სერიოზული პრობლემები შეექმნება", _განაცხადა ლაგზიძემ, რომელიც გამორიცხვას, რომ რვა თებერვლის ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, ვიცეპ-რეზიდენტმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ საქართველოში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი პარლამენტარების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ 8 თებერვალს მომხდარი ყოვლად გაუმართლებელი ძალადობა შოკის¬მომგვრელია ევროპის საზოგადოებრივი აზრის, ევროკავშირის ლიდერებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების¬თვის. მათ აღნიშნეს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის. მთავრობის არადემოკრატიული ქმედებების გამოკიევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი ხდება.