9 თებერვალს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქოროგრაფიის მუზეუმში სერგო ფარაჯანოვის გამოფენა სახელწოდებით "ბროწეულისფერი გამოფენა" გაიხსნება.
გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.
სომხური წარმოშობის ქართველი და საბჭოთა კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი 1924-1990 წლებში მოღვაწეობდა. მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.
ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით, ხოლო ნამუშევარმა "ბროწეულის ფერი" (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა.