გამოიცა კატალოგი - "სომეხი მხატვრები საქართველოში-ჰაკობ ჰოვანათანიანიდან გაიანე ხაჩატურიანამდე". კატალოგში წარმოდგენილია საქართველოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული ცნობილი სომეხი მხატვრების: ბაიახჩევის, ფარაჯანოვის, ღარსლიანის, სარიანისა და სხვათა, როგორც ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე თეატრისა და კინოს მხატვრობა.
კატალოგის გამოცემა განხორციელდა საქართველოში სომხეთის საელჩოს, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით.