,,რკინიგზა შეიძლება იყოს დეოკუპაციის ნაწილი და არა დეოკუპაცია პარალელურად წარმოებული", -განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას.
,,ბატონი სააკაშვილის პრობლემა ის არის, რომ ყოველთვის ყველაფერზე ყველაფერს აბამს _ ბარემ მუშაობს. ამიტომ ყველაფერი იყო ჩაშლილი და განადგურებული მის ხელში და ქართველმა ხალხმა მის პოლიტიკას უარი უთხრა. ამიტომ, თუ საუბარი იქნება რკინიგზის გახსნაზე და არა სხვა თემაზე_დეოკუპაცია პროცესია, ხოლო რკინიზგის გაყვანა კონკრეტული მოქმედებაა ასე, რომ რკინიგზა შეიძლება იყოს დეოკუპაციის ნაწილი და არა დეოკუპაცია პარალელურად წარმოებული. აბსოლუტურად არაკომპეტენტურუი განცხადებაა. მან თქვა, რომ ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ თუ სად დადგებიან მებაჟეები, ეს კითხვა ბატონმა სააკაშვილმა თავის თავს უნდა დაუსვას იმიტომ, რომ მან რუსეთს უფლება მისცა გაწევრიანებულიყო მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში ასევე მან მებაჟეებს დაუკანონა ადგილი ზუგდიდში.
სწორედ მას უნდა მოვკითხოთ პასუხი რატომ შეუშვა რუსეთი სავაჭრო ორგანიზაციაში და ქართველ მებაჟეებს ადგილი ზუგდიდში დაუნიშნა", _განაცხადა ზაქარეიშვილმა
შეგახსენებთ, რომ ,,აფხაზეთის გავლით რკინიგზის მშენებლობის საკითხში საქართველო უბრალო პაიკია", -განაცხადა პრეზიდენტმა დევნილებთან და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვედრისას და აღნიშნა, რომ რკინიგზის მშენებლობის მომხრე მხოლოდ აფხაზეთის დეოკუპაციის შემთხვევაში იქნება.
,,ეს რკინიგზა არის რუსეთისთვის პლაცდარმი კავკასიის დაპყრობის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლენის მოპოვების ირანზე გასვლის. რატომ ვართ ჩვენ პაიკი ჩვენთვის ძალიან მძიმე და რუსეთისთვის ძალიან მარტივ სტრატეგიულ თამაშში. რატომ აქცევ საქართველოს უმნიშვნელო პაიკად, როცა საქართველო დიდი სტრატეგიული მოთამაშე ხდება ახალი რკინიგზით, რომელიც საქართველოს აკავშირებს თურქეთთან", -განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ საკითხს ყურადღებით უნდა მოეკიდოს.