მერიასთან გაფიცული მძღოლების აქცია მიმდინარეობს და ისინი მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე არცერთ ოფიციალურ პირს მძღოლებთან შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამს.
,,ვითხოვთ, რომ მოგვეცეს ნორმალური სამუშო პირობები და გავთავისუფლდეთ ზედმეტი ხარჯებისგან, რომელიც ილექება სხვადასხვა ჯიბეში", _განაცხადა ჟურნალისტებთან ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლმა ტარიელ კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ მძღოლები ინდმეწარმის სტატუსის მოხსნას, სამუშაო გეგმის შემცირებასა და სამგზავრო ტარიფის 50-თეთრამდე შემცირებას მოითხოვენ. ამასთან გაფიცულ მიკროავტობუსის მძღოლებსა და კომპანია "თბილლაინს" შორის, გუშინ გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.