სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ მართლაც იგი რუსეთის აგენტია რატომ არ იყო დაკავებული შესაბამისი ბრალდებით.
,,მაინტერესებს რას აკეთებდა ვანო მერაბიშვილის უწყება ახლა ტრიბუნაზე რომ გადმომდგარა და რაღაც განცხადებებს აკეთებს, სად იყო მაშინ შსს. თუ ეს ადამიანი ასეთი საშიშია, თუ ეს ადამიანი ,,გრუს" და კიდევ სხვა უწყებების აგენტია და ამ ყველაფრის საბუთები ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს მაგიდის უჯრაში უდევს, სად იყვნენ მაშინ რატომ არ წაუყენეს ეს ბრალი", - განაცხადა ჟურნალისტებთან სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ვაჰაგნ ჩახალიანს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის აქვს წაყენებული.
შეგახსენებთ, რომ "ჯავახკის" აქტივისტი და მასობრივი არეულობების მოწყობის ბრალდებით დაკავებული ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში გამოცხადებული ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლეს.