ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას ოცნება არ აპატია, - ამის შესახებ ლეობორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა შალვა ნათელაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
"მიუხედავად ჩემი არც ისე დიდი სიმპათიებისა ალასანიას მიმართ, მას ჰქონდა უფლება პრეზიდენტობაზე ამბიცია გამოეთქვა, ამის გამო, ასეთი დასჯა ნიშნავს, რომ ერთი დიქტატორის სააკაშვილის ნაცვლად მივიღეთ მეორე დიქტატორი ივანიშვილი. ის თავის თანაგუნდელებს ოცნებასაც არ პატიობს და ჩვენ რა ოცნება უნდა შეგვისრულოს", - განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და თავისი პარტიის გაძლიერებას გეგმავს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეგიონებში პარტიის ოფისების დაფუძნება.