ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 17 სოცილურად გაჭირვებულ ოჯახს დახმარება გაუწია. მათ მკურნალობისა და ოპერაციის ხარჯები დაუფინანსდათ. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ მოქალაქეების ოპერაციის ღირებულების 30% დაფარა. ეს ადამიანები სოციალურად გაჭირვებულთა იმ ფენას მიეკუთვნებიან, რომლებიც არ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით.
ახალშობილებისთვის კი დახმარება იმ მრავალშვილიანმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებსაც შეეძინა მესამე ან მომდევნო შვილი. მათ დასახმარებლად მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში სპეციალურად მრავალშვილიანთა დახმარების პროგრამაა შემუშავებული.
"ჩვენ ძირითადად უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეები მოგვმართავენ, ვისთვისაც ეს დახმარება ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია". აცხადებს მოქალაქეთა განცხადებების განმხილველი კომისისს თავმჯდომარე, გამგებლის მოადგილე თამაზ ქებაძე და აღნიშნავს, რომ ერთჯერადი მატერიალური დახმარებების პროგრამა მნიშვნელოვანი შეღავათია გაჭირვებული მოსახლეობისთვის.