უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი საერთო სახალხო რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.
ამის შესახებ იანუკოვიჩმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში განაცხადა.
"უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი საერთო სახალხო რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს", - დასძინა მან.
რაც შეეხება უშუალოდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსთან ურთიერთობას, იანუკოვიჩის მტკიცებით, მისი პრეზიდენტობის დროს უკრაინა ნატოსთან ითანამშრომლებს.