საკრებულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - დააკავეს ერთი პირი.
ადგილზე მოქალაქეებს იგივე ბანერები უკავიათ ხელში, რის გამოც, გუშინ, 10 აქტივისტი დააკავეს.
ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოგა მემანიშვილი, რომელსაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ მოქალაქე “თეთრ ფურცელზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს“, რაზეც მემანიშვილმა თქვა, რომ ფერს მნიშვნელობა არ აქვს.
მისივე თქმით, ერთი პირი ადმინისტრაციულად არის დაკავებული.
"რა მნიშვნელობა აქვს თეთრი [ფურცელი] იქნება, თუ შავი. ვინც დაარღვია ის დავაკავეთ. არ აქვს ამას მნიშვნელობა [რამდენის დაკავებას ვაპირებთ]. თუ რაიმე სახის სამართალდარღვევაა პოლიციელების მხრიდან, გადაცდომა, შესაბამის უწყებას შეგიძლიათ მიმართოთ, წარუდგინოთ თუ რაიმე მტკიცებულება გაქვს და რეაგირება მოჰყვება. არ მინახავს [როგორ აკავებდნენ გუშინ მოქალაქეებს]. შესაბამის უწყებას წარუდგინეთ [ვიდეო მტკიცებულება]... ვიდეოს როგორ ვერ ვხედავ, მაგრამ დარღვევას ვერ ვხედავ, თუ თქვენ თვლით, რომ ეს დარღვევაა შესაბამის უწყებას... რა თქმა უნდა არის და თუ ფიქსირდება, რომ რაიმე სახის გადაცდომაა პოლიციელის, მიბრძანდით, წარუდგინეთ და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. არა [არ არის კანონდარღვევა, რაც ვნახე]... კარგით პირველად ხომ არ ხდება ასეთი მსგავსი ფაქტი..." - ამბობს გოგა მემანიშვილი.