საგადასახადო შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადების ფაქტზე ინდმეწარმე დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა გელა გელაშვილმა 100 ათასი ლარის ღირებულების ფაქტურები გააყალბა, რითაც ბიუჯეტს 30 ათასი ლარი აზარალა.
ეჭვმიტანილის აყვანა რამდენიმე საათის წინ, ყალბი ანგარიშფაქტურის ერ-ერთი პირისთვის გადაცემის ფაქტზე მოხდა.
გელაშვილმა დანაშაული აღიარა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ეჭვმიტანილს 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.