2009 წელს საქართველოს რეგიონებში პრობაციის ბიუროს 12 ახალი ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2009 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
პრობაციის ყველა ბიურო თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის სულ პრობაციის 65 ბიურო ფუნქციონირებს.
აღნიშნულის გარდა, 2009 წელს ასევე გაიხსნა არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრები თბილისსა და ქუთაისში.