2009 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში მინანქრის, თექის, სტილისტის, ბარმენის, მასაჟისტის, კულინარის, ხატწერის და ხეზე კვეთის პროფესიული კურსები დაინერგა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გასული წლის ანგარიშშია საუბარი.
მასში აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფის მიზნით ოთხ წამყვან უნივერსიტეტთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
"დადებული ხელშეკრულებების ასამოქმედებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი", - ნათქვამია სამინისტროს 2009 წლის ანგარიშში.