სტომატოლოგიური კაბინეტი და პირველადი ჯანდაცვის პუნქტები სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში იფუნქციონირებს.
პენიტენციალური ჯანდაცვის უზრუნველყოფას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო 2009 წლის მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად აფასებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უწყებაში განუცხადეს, აღნიშნულის გარდა, გასულ წელს სასჯელაღსრულების ორ დაწესებულებაში ფუნქციონირება დაიწყო მეტადონით
ჩანაცვლების პროგრამამაც, რაც წარმატებით მიმდინარეობს.
გარდა ამისა, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა და მედიკამენტებით მომარაგდა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებები. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილია პაციენტის რეანომობილით გადაყვანაც.
ამასთან, 2009 წელს ყველა მსჯავრდებული თუ ბრალდებული პირისთვის შეიქმნა სამედიცინო ბარათები, რომლებიც ავადმყოფობის ისტორიის, სამედიცინო მომსახურების, მიღებული მედიკამენტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნულის გარდა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (Iჩღჩ) დახმარებით განხორციელდა.