სასჯელაღსრულების სისტემაში არასრულწლოვანი პატიმრებისთვის ორი სკოლა ფუნქციონირებს.
ამის შესახებ ნათქვამია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2009 წლის ანგარიშში.
გარდა ამისა, გასულ წელს როგორც არასრულწლოვანი, ისე სრულწლოვანი პატიმრებისთვის ფუნქციონირება დაიწყო კომპიუტერულმა კლასმა და ამოქმედდა უცხო ენის კურსი.
"შეირჩა ახალი მასწავლებლები, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ციხის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემუშავდა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასწავლო პროგრამები ზოგადი განათლების უზრუნველყოფის მიზნით. ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფი უზრუნველყოფს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას. ყველა მსჯავრდებულს, სურვილისამებრ, საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ
გამოცდებში. 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად, სტუდენტი ექვსი მსჯავრდებული გახდა", - ნათქვამია ანგარიშში.