2009 წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სულ 17 759 მსჯაავრდებული ჰყავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში განუცხადეს, 2 912-ს აღწევს პირობით პატიმრობაში მყოფ პირთა რიცხვი.
ქვეყანაში სულ სასჯელაღსრულების 18ü დაწესებულება ფუნქციონირებს, აქედან 7 საპყრობილეა, 3 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება, 1 მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის ტიპის, 3 საერთო და მკაცრი რეჟიმის, 1 საერთო და მკაცრი რეჟიმის ქალთა დაწესებულება, 2 სამკურნალო, 1 კი, არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ერთი წლის წინ, 2009 წლის თებერვალს შეიქმნა.
მისი პირველი ხელმძღვანელი განათლების ამჟამინდელი მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო, რომელიც დეკემბერში ხათუნა კალმახელიძემ შეცვალა.