დღეს, 3 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას წინააღმდეგ მოქალაქე ლელი იაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყება.
ლელი იაშვილი კონსერვატორების წევრისგან ბოდიშის მოხდასა და კონპენსაციის საახით 20 000 ლარს ითხოვს. მოქალაქე კუკავას პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის.
იაშვილის მტკიცეჰბით, 2009 წლის 15 ივნისს, მოქალაქეებსა და რუსთაველზე, ოპოზიციის ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეებს შორის საკნების აღებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა, "რა დროსაც კუკავამ მას "20 ლარიანი კახპა უწოდა".