საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით უკვე 28 ადამიანია გარდაცვლილი
რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის საავადმყოფოში გარდაცვლილი 24 წლის სოფო სულავას დაღუპვის მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი გახდა.
გარდაცვლილს H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
სოფო სულავა ქუთაისის საავადმყოფოში 1 თებერვალს გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მან სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა.
ამ დროისთვის საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით სულ 1 300-მდე ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 28 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.