ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. უწყების განცხადებით, ისინი „საქმიანობით იყვნენ დაკავებული, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელია“.
ავსტრია სამი დიპლომატის აკრედიტაციას ვენაში რუსეთის საელჩოში ჰქონდა, მეოთხე კი ეუთო-ში რუსეთის დელეგაციის წევრია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და ქვეყნის დატოვება დაავალეს.
უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების სამსახურების მიერ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციას ეფუძნება. გაძევების კონკრეტული მიზეზების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებიათ.