სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი დააკავეს.
16 წლის ედგარ ბულანკოს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სასურსათო მაღაზიებისა და სუპერმარკეტების დაყაჩაღება ედება ბრალად.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება სსკ-179-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.
შსს-ის ინფორმაციით, ედგარ ბულანკოსთან ერთად აღნიშნულ დანაშაულებებში მხილებულია კიდევ ერთი პირი - 18 წლის აკაიზ კოსიანი, რომელიც პოლიციის მიერ იძებნება.