ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს სატყეო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს წალენჯიხის სატყეო უბნის ტყის მცველი (რეინჯერი) ჯაბა გვილია, რომელმაც ერთ-ერთ მოქალაქეს წალენჯიხის რაიონიდან ფოთში წაბლის ხის მასალის გადაზიდვისას უკანონოდ გაუწია სამსახურეობრივი მფარველობა, რის სანაცვლოდაც მისგან ქრთამის სახით 150 ლარი აიღო.
წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.